„დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
ალასანია ამბობს, რომ მას ქართველი ხალხის იმედი აქვს .
„კუდის მოქიცინე ხელისუფლება გვყავს. დასავლეთი გვინდა, თან ახლა, გულს ხომ ვერ უბრძანებ და გულით და სულით ყველანაირად რუსეთისკენ არიან. ამას ვხედავთ, რაც სიკეთეს არ მოგვიტანს. ერთი მტკიცე პოზიცია უნდა იყოს, რატომ რუსეთისკენ? იმიტომ, რომ კორუფცია და კრიმინალი ყველაზე კომფორტულად სწორედ რუსეთშია. ეს არის მიზეზი, რის გამოც გული უფრო რუსეთისკენ მიუწევთ, მაგრამ მე ჩვენი ხალხის ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არავინ დაუშვებს“,- განაცხადა გიული ალასანიამ.