ცნობილი ხდება, რომ ცოტა ხნის წინ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნილი ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა ისევ დამძიმდა. მას სეპტიკური შოკი განუვითარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ცნობილია, რომ მას ორივე ფილტვი შეშუპებული აქვს, მისი მდგომარეობა უიმედოდ ფასდება.