რუსეთში მოღვაწე ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა, გრძელდება ზეწოლა სახელმწიფოს მხრიდან. უფრო მეტიც, დუმაში საკითხიც კი დააყენეს ხელოვანი ადამიანებისთვის სახალხო არტისტის წოდების ჩამორთმევაზე.
ბოლო დღეებში, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა მომღერალი წყვილი, ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი. მათ 22 მარტს კონცერტი უნდა ჰქონოდათ სამარაში, თუმცა ორგანიზატორებმა აცნობეს, რომ კონცერტი არ ჩატარდებოდა, მიზეზად კი მოიყვანეს ის, რომ სამარის მოსახლეობას არ სურდა კონცერტზე დასწრება.
კონცერტი გადაიდო, თუმცა ყველამ იცის, რომ ეს იყო მორიგი სადამსჯელო აქცია ხელისუფლების მხრიდან. ბოლო პერიოდში, წყვილი განსაკუთრებით აქტიურობდა უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხებთან დაკავშირებით და მოუწოდებდნენ რუსეთს, სასწრაფოდ შეეჩერებინათ ეს ყველაფერი.
“მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ ჩვენ მივემართებით ჯოჯოხეთისკენ, უფრო სწორად, საერთაშორისო განზომილებით, ჩვენ უკვე ჯოჯოხეთში ვართ. დრო მოვა და ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ჩვენს შთამომავლობას მოუწევს, საერთოდ თუ გადარჩებიან ისინი” – წერდა ანჟელიკა ვარუმი.
ipress.ge