კიევის და მისი დასავლელი პატრონების მანიპულაციების მასშტაბი ყველა შესაძლო ფანტაზიას სცილდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა პარია ზახაროვამ ფეისბუკში დაწერა.
„მსხვერპლის როლში უკრაინის გამოყვანა, რა სახესაც ხატავს დასავლური მედია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის კარგად გააზრებული, სისტემურად ორგანიზებული კონსტრუქცია, რომლითაც ძალიან სერიოზული ადამიანები არიან დაკავებულები. ამაში, სავარაუდოდ, დიდი ფულია გადახდილი.
თავდაპირველად მათ მეთოდებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ეს სულაც არ არის ხუმრობა. ის რეალურად არსებობს. და ამით საუკეთესო დასავლური პიარ-სააგენტოები არიან დაკავებულები. მათ ზუსტად აქვთ გაწერილი, თუ რა სიტყვები და რა სიტუაციაში უნდა გამოიყენონ, ამზადებენ ტრანსლაციებისთვის ვიდეოებს, წყაროებზე აკეთებენ რეკომენდაციებს. კატეგორიულად კრძალავენ „არავერიფიცირებული მედიის“ წყაროების გამოყენებას, ანუ მხოლოდ ისაა დაშვებული, რაზედაც დასავლეთმა ნებართვა გასცა.
ამ სისტემის საკვანძო ფუნქციონერია ვინმე იაროსლავ ტურბილი - აშშ-ის დაზვერვასთან დაკავშირებული კიეველი, რომელიც Ukraine.UA-ის საიტის მთავარი რედაქტორია. ეს რესურსის უკრაინის შს მეთვალყურეობის ქვეშ ფუნქციონირებს და ის პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელების პირველწყაროა.
გამომძიებლებთან ჩავარდნილი სააგიტაციო მასალების შესწავლისას, სტატიის ავტორებმა გააკეთეს დასკვნა, რომ უკრაინელი პროპაგანდისტები ამა თუ იმ თემის „გაპიარების“ ამოცანას ისახავენ მიზნად. (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, უკრაინის თავზე უპილოტო ზონა, და ა.შ.), ამაში დასავლელი პიარ-სამსახურების მთელი ქსელია ჩართული, მათ შორის ბრიტანული PR Network და ამერიკული ლობი-ჯგუფი SKDKnickerbocker. მათ დასავლურ მედიასთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვთ და დასავლურ აუდიტორიამდე უკვე „სწორი“ გზავნილები მიაქვთ.
ამ სცენარების დამკვეთებს პარტნიორებიც ჰყავთ; ესენია „ნოვაია გაზეტა“, „მედუზა“, „დოჟდი“, „მედიაზონა“ და BBC-ის რუსული სამსახური.
მუშაობა მეთოდურად და დივერსიფიცირებულად მიდის. ახალგაზრდული აუდიტორიის დასამუშავებლად მემები იქმნება, ექსპერტებითვის კი სერიოზული პოლიტიკური ანალიტიკა.
კვლევების ავტორები ამ სისტემის მასშტაბებისგან შოკს არ მალავენ. მთელი პლანეტის მასშტაბით კონფლიქტის უკრაინული ხედვის ტრანსლირების ამოცანას 150-ზე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ასრულებს.
ვინ იხდის ამის საფასურს? შეკითხვა რთულია, მაგრამ ამ საინფორმაციო სამუშაოს მინიმუმ ნახევარს დიდი ბრიტანეთი, აშშ, ჩეხეთი და ჯორჯ სოროსის სტრუქტურები აფინანსებენ.
ამ რვაფეხამ გაუშვა საცეცები, მეტაფორულად რომ ვთქვათ, შეაღწია ყველა ტელევიზორში, ყველა ინტერნეტ-რესურსში, დასავლეთის ყველა გაზეთში. მისი ამოცანაა, რომ აუდიტორიას შეექმნას სამყაროს მარტივი, მაგრამ გასაგები სურათი. ის, რომ ის სინამდვილეს არ ემთხვევა, ამ მექანიზმის შემქმნელებს არ აღელვებს.
ასეთი დეზინფორმაციული კამპანია მსოფლიოს კეისრების კულტის შემდეგ არ ახსოვს.“- წერს მარია ზახაროვა.