რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი შეურაცხყოფა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინის მიმართ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ავიწროებს.
პესკოვის თქმით, უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების მოსმენა ბაიდენისგან, რომელიც ადამიანების მკვლელობაზე საუბრობდა.
„ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო ლიდერი ფხიზელი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ასეთი პირადი შეურაცხყოფა ავიწროებს შესაძლებლობის ფანჯარას ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. უცნაურია პუტინის წინააღმდეგ ბრალდებების მოსმენა ბაიდენისგან, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის დაბომბვასა და ხალხის მკვლელობაზე საუბრობდა,“ - აღნიშნა პესკოვმა.