ყოფილმა რუსმა ოლიგარქმა ლეონიდ ნევზლინმა, რომელიც უკვე 20 წელია, რაც ისრაელში ცხოვრობს, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა. მან CNN-თან ისაუბრა.
“მე უბრალოდ მივხვდი, რომ უნდა გამომეცხადებინა იმის შესახებ, რომ არ ვაღიარებ რუსეთის მოქალაქეობას, მოქალაქეობას იმ ქვეყნისა, რომელსაც ფაშისტი პუტინი უდგას სათავეში.
მნიშვნელოვანია, რომ სანქციები ამოქმედდეს არა მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ელიტების, არამედ პუტინის პოლიტიკური, პირადი და ბიუროკრატიული მოკავშირეების წინააღმდეგაც. მათ რეალურად გაისვარეს ხელი სისხლში ამ წლების განმავლობაში. უკრაინა ბოლო წერტილია. დიდი რაოდენობით ადამიანების სანქცირება უნდა მოხდეს სისტემატურად, რათა მათ არ დარჩეთ რაიმე გზა, რომ მოპარული ფულებით ისარგებლონ აღმოსავლეთში, ან დასავლეთში. სანქციები ასევე უნდა შეეხოს მათ ოჯახებს.
ადამიანები, რომლებმაც ისრაელის მოქალაქეობა კანონოერად მიიღეს და პუტინის მოკავშირე მსხვილი ბიზნესმენები არიან, უდაოდ უნდა დაისაჯონ ისრაელის კანონით. ისრაელი მინიმუმ უნდა შეუერთდეს ეკონომიკურ სანქციებს და შეუზღუდოს მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა, რათა ვეღარ შეძლონ ისრაელის კორუფციაში ფულის ჩადება.
მე ძალიან მრცხვენია. ვფიქრობ, ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება მას მერე, რაც ზელენსკი კნესეტში სიტყვით გამოვა. ეს თუ არ მოხდება, მაშინ ხელისუფლება საზოგადოების მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.
ჩემთვის რომ უკრაინის მოქალაქეობა მოეცათ, ეს ძალიან დიდი პატივი იქნებოდა.” – აცხადებს ნევზლინი.
ipress.ge