ეს არის გენოციდი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები შეაფასა.
ამის შესახებ მან CBS News-ის გადაცემა "Face the Nation"-ში გამოსვლისას განაცხადა.
"ეს არის მთელი ერისა და ხალხის ლიკვიდაცია. ჩვენ ვართ უკრაინის მოქალაქეები. აქ 100-ზე მეტი ეროვნება ცხოვრობს - ეს ყველა ამ ეროვნების განადგურებას ეხება. ეს ხდება 21-ე საუკუნის ევროპაში და ეს არის მთელი ერის წამება", - განაცხადა მან.
ზელენსკის თქმით, უკრაინას არ სურს დაემორჩილოს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას და ეს არის მიზეზი, რის გამოც „უკრაინელებს ანადგურებენ“.