ჩემ თვალწინ დაეცა ჩემ მეზობელს ნაღმი და ორმეტრიანი კაცისგან მხოლოდ ფეხები დარჩა, დანარჩენი ყველაფერი კედელზე იყო მიწებებული, – ამის შესახებ მარიუპოლიდან ლტოლვილმა ვოლოდიმირ შევჩუნმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მეზობლებმა მისი დამარხვაც კი ვერ შეძლეს.
“დედაჩემის სახლთან მივდიოდი, ჩვენი სახლიდან 15 წუთის სავალზეა. ცვიოდა რაკეტები და ამ დროს ოჯახი შემოვუშვით საზღვრიდან შემოდიოდა, ვუთხარით გაზი ჩაერთოთ და გამთბარიყვნენ. ძლიერი დაბომბვა იყო, შემეშინდა და აღარ წავედი. უკან მოვდივარ, მეზობელი ყავას სვამს, მითხრა მოდი დავლიოთო და მე ვუთხარი, სერიოგა არ მინდა-მეთქი, არ მაქვს მაგის ხასიათი-მეთქი. გავიარე ორი სახლი და პირდაპირ მის სახლთან მოფრინდა ეს ნაღმი, კოცონი ჰქონდა, რაღაცას ამზადებდა და სწორედ იქ დაეცა. მე არ მეგონა, რომ ქალს [მის ცოლს] შეეძლო ასეთი ყვირილი. თმები ყალყზე დამიდგა. მეც და ჩემი სხვა მეზობლებიც გავიქეცით და ორმეტრიანი ჯანსაღი მამაკაცისგან მხოლოდ ფეხები დარჩა. დანარჩენი ყველაფერი კედელზე იყო მიწებებული.
ჩვენ მანამდე დავმარხეთ მეზობელი ქალი ღრმად, ისე რომ კატებს და ძაღლებს არ ამოეთხარა, მაგრამ მის დამარხვას ვერ შევძლებდით. სამსახურები ჯერ კიდევ მუშაობდნენ, გამოიძახეს და მათ წაიყვანეს. სამწუხაროდ მეზობლებმა ვერ შევძელით მისი დამარხვა, გვამი რომ ყოფილიყო შევძლებდით, მაგრამ ხორცის ნაგლეჯები რანაირად უნდა დამარხო?!” – განაცხადა ვოლოდიმირ შევჩუნმა.
ipress.ge