“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას აქტიურობას უწუნებს და მოუწოდებს, რომ თუ ქვეყანის მდგომარეობა არ მოსწონთ, ამის გამოსასწორებლად ხმა უნდა ამოიღონ.
“თითოეულმა ადამიანმა, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს, ან არ გვისმენს, თავის თავში უნდა ჩაიხედოს, როგორი საქართველო უნდათ? რა უნდათ? ოპოზიცია მოვა და შეგიცვლით? არ მოხდება ეს, თუ თქვენი მხარდაჭერა არ იქნება. არ მოხდება ეს თუ თქვენ მართალ სიტყვას მხარი არ დაუჭირეთ. სანამ თქვენ სიტყვას არ იტყვით, მანამდე არაფერი არ შეიცვლება, იჯექით ტელევიზორებთან უყურეთ ამას.
პოლიტიკაში იმიტომ არ მოვსულვარ, რომ თქვენგან რამე მინდა, იმიტომ მოვედი, რომ ერთად რამე გავაკეთოთ, მაგრამ ასე ყურება და “ფეისბუქზე” ერთმანეთის ლანძღვა-გინებით არაფერი გამოვა. 3 წელია პოლიტიკაში ვარ და მოპირდაპირე მხარესთა დიალოგო არ ყოფილა, გაყოფილია ეს საზოგადოება”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველთან”.
iipress.ge