“კრემლი, რა თქმა უნდა, უპასუხებს შეერთებული შტატების მიერ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქალიშვილების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და მოქცევა ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
“ნებისმიერ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მიმართ გარკვეული შეზღუდვების გამოყენების თაობაზე არსებული ხაზი უკვე ცხადყოფს ყველაფერს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ ნაბიჯებს, ასეთ მიდგომებს რაიმე შეფასება სჭირდება. ეს არის ძნელი გასაგები, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთ ოპონენტებთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
ipress.ge