ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში პოლონეთიდან უკრზალიზნიცის მატარებლით ჩავიდა. მისი ვიდეო გზავნილი სპეციალური ვაგონიდან 10 აპრილს გამოქვეყნდა.
“მე ვზივარ უკრზალიზნიცის ფანტასტიკურ მატარებელში და პოლონეთიდან კიევში მივემგზავრები. უბრალოდ დიდი მადლობა მინდა გითხრათ – მთელი რკინიგზის გუნდს – იმისთვის, რასაც აკეთებთ. თქვენი სარკინიგზო ინდუსტრია ასახავს თქვენს სულს, ნამდვილ უკრაინულ სულს, რომელსაც უკრაინელები ავლენენ რუსეთის საშინელი აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისას”, – ამბობს ჯონსონი.
ჯონსონის უკრაინაში ვიზიტი არ გამოცხადებულა. ჯერ კიდევ 21 მარტს, Daily Mail, ბრიტანეთის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განიხილავდა მოგზაურობას კიევში რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის, მაგრამ მისი უსაფრთხოების სამსახური ამას არ ადასტურებდა.
9 აპრილს ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. კერძოდ, იგი მოიცავს 120 ჯავშანტექნიკას და ახალი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს.
ჯონსონმა ასევე დაადასტურა უკრაინის შემდგომი ეკონომიკური მხარდაჭერა და მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.
ipress.ge