ჩემი და სააკაშვილის მესიჯი უკრაინელების მიმართ არის, რომ ქართული საზოგადოება მათ გვერდითაა, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში უკრაინაში მის ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა კითხვაზე, ვოლოდიმირ ზელენსკისთამ შეხვედრაც ხომ არ არის დაგეგმილი.
“მე და მიხეილ სააკაშვილმა გავცვალეთ აზრი და ჩამოვედი უკრაინაში. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ორი უმაღლესი თანამდებობის პირის მესიჯი, რომლებიც წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ საქართველოს სახელით და დღეს აღარ არიან თანამდებობებზე. ჩვენი მესიჯი უკრაინელების მიმართ იყო, რომ ქართული საზოგადოება მათ გვერდით დგას. ამ მისიით წამოვედი. თუ მოხდება რაღაც ფორმატების გაღრმავება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ბუნებრივია, ეს გზავნილი, რაც ორი პრეზიდენტისგან მოდის, ამ დონეებზეც დავაფიქსირებ,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ipress.ge