ქვეყანამ უნდა იაროს წინ, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ვადამდელი არჩევნების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„როგორ უნდა მივაღწიოთ ამას - ამას ვერ მივაღწევთ ტელეეთერებში ერთმანეთთან საუბრით, ამას სჭირდება ძალიან სტრატეგიული გააზრება ოპოზიციის შიგნით არსებული რესურსების და სჭირდება „რესტარტი“, ეს „რესტარტი“ მე არ მგონია, რომ არის ქუჩაში“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.