კიევში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ქართველი მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. წმინდა ვოლოდიმრის სახელობის ტაძარში სასულირეო პირებმა მრევლთან ერთად პატივი მიაგეს კიდევ სამი ქართველი მებრძოლის ხსოვნას.
ქალაქ რუბეჟნოეში რუსელ აგრესიას ქართველი მებრძოლები შაბათს, საბრძოლო მოქმედებების დროს ემსხვერპლნენ.