აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები, მოსკოვის შემდგომი იზოლაციის მიზნით, რუსეთთან აფილირებულ გემებს ამერიკულ პორტებში შესვლას უკრძალავს. ამის შესახებ ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
,,არც ერთ გემს, რომელიც რუსული დროშის ქვეშ დაცურავდა ან რომელიც ეკუთვნის ან მოქმედებს რუსული ინტერესებით, აშშ-ის პორტებში ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება არ მიეცემა", - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, ეს ,,კიდევ ერთი კრიტიკული ნაბიჯია" , რომელსაც აშშ დგამს თავის მოკავშირეებთან ერთად, კანადასა და ევროპაში, ,,რათა უარვყოთ რუსეთის სარგებელი ეკონომიკურ სისტემაში, რომლითაც ისინი წარსულში სარგებლობდნენ".