ლაშა ბუღაძე: ისტორიულად რუსებმა “გვიხმარეს”, ქართველი კაცები კი 37 მანეთიანი გასტროლების დროს “ხმარობდნენ” რუს ქალებს
საბჭოთა დროს ეს ეგზოტიკურ-პრეზენტაციული მაჩოიზმი შესაძლოა მონობის “ფროიდულ” კომპენსაციადაც კი მიჩნეულიყო – ისტორიულად რუსებმა “გვიხმარეს”, ქართველი კაცები კი 37 მანეთიანი გასტროლების დროს “ხმარობდნენ” რუს ქალებს (განზრახ ვწერ ამ საზიზღარ სიტყვას,
ისტორიული მარაზმის საილუსტრაციოდ), და ცხადია სტალინის ქართველობით სიამაყეც ისტორიულად “ნახმარ” ქართველთა კომპენსაციად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც მავანთათვის დღემდე ასრულებს ვადაგასული ვიაგრას ფუნქციას… ” – წერს მწერალი ლაშა ბუღაძე ტავის სოციალურ ქსელში.