რუსებმა ევაკუაცია შემოგვთავაზეს, მაგრამ როგორც კი ავტობუსები დავძარით, ჩაცხრილეს, – ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
“პირველივე დღეს რუსმა ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს, შექმნეს ჰუმანიტარული კატასტროფა და შემდეგ შემოგვთავაზეს ევაკუაცია. ვცდილობდით, ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ ევაკუაციისთვის, ვამზადებდით კომუნალურ ავტობუსებს, რუსული მხარე გვეკითხებოდა, რომ სად დაიწყებოდა ევაკუაცია, პუნქტი სად იქნებოდა ავტობუსების და რა რაოდენობით იქნებოდა. როდესაც გავხსენით ქალაქის დაცვის გარკვეული მონაკვეთი, ამით ისარგებლეს და ტანკებით შემოვარდნენ. როდესაც ავტობუსები დავძარით, დაცხრილეს ავტობუსები.
ყველა გაერთიანდა, რომის პაპი, მაკრონი და სხვა პოლიტიკური ლიდერები თუ კონფესიების ხელმძღვანელები იმ მიზნით, რომ მომხდარიყო მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი – ვლადიმირ პუტინი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ 10 რიცხვში მარიუპოლზე მიიტანეს შეტევა და დაანგრიეს სამშობიარო სახლი. ვთხოვეთ კულებას, ჩვენ საგარეო მინისტრს, რომ მისი კოლეგისთის ეთქვა, მიეცა ევაკუაციის საშუალება, მაგრამ სამწუხაროდ ვერავითარ დადებით შედეგამდე ვერ მივიდა, რადგან ლავროვმა თქვა, რომ მას არ ხელეწიფება მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ პუტინი ღებულობს,” – განაცხადა ვადიმ ბოიჩენკომ.
ipress.ge