თერმოინდუსტრია გთავაზობთ მაღალი ხარისხის წყალმომარაგების სისტემებს. კომპანია 2012 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობს როგორიცაა, IMP Pumps, Formul, APE, Ostendorf, Luxor, Ebitt და ა.შ. კვალიფიციური პერსონალისა და მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით არაერთი მაშტაბური პროექტი იქნა განხორციელებული. მაგალითად, სასტუმროები "პრემიერ ბესტ ვესტერნი", „სითი სტარი“, „ვერისიმა“, „სნოუ რუმსი“, საცხოვრებელი კონპლექსები „ელთ ბილდინგი“, „გრინ ლაინი“ და სხვა.
წყალმომარაგების სისტემებში იგულისხმება სხვადასხვა დანიშნულების ტუმბოები, სატუმბე სადგურები, მილები და ფასონური ნაწილები.
ტუმბოები არსებობს საცირკულაციო, წყალსაქაჩი, სადრენაჟე, ფეკალური მასების და ჭაბურღილის. სატუმბე სადგური კომპლექსური აგრეგატია, რომელიც ყენდება მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებსა და სასტუმროებში. ის უზრუნველჰყოფს წყლის თანაბარ და უწყვეტ მიწოდებას მაღალ სართულებზე.
თანამედროვე წყლის ტუმბოები გამოირჩევა ხმაურის დაბალი დონით. არსებობს ევროპული სტანდარტის ინვენტორული ტუმბოებიც, რომლებიც ენერგოდამზოგია.
წყალმომარაგების სისტემის უცვლელი კომპონენტი მილები და მათი ფასონური ნაწილებია. არსებობს პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები, მეტალოპლასტმასის მილები, კანალიზაციის მილები. პოლიპროპილენის მილების მაქსიმალური მუშა წნევა 25 ბარია. მაქსიმალური ტემპერატურა კი 95 C. ხარისხიან მილებს უნდა ჰქონდეს ხმის იზოლაციის მაღალი დონე. უნდა იყოს მდგრადი ქიმიური აგრესორების და ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. მნიშვნელოვანია, წყლის მილები დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან.
მილები არმირებული ალუმინის ან მინაბოჭკოვანი შრით გამოიყენება გათბობის სისტემისთვის და ცხელწყალმომარაგებისთვის.
ყურადღება უნდა მიექცეს მილების მაქსიმალურ მუშა დაწნევას. მილის შიდა ზედაპირის დაბალი ხაოიანობა თბომატარებლის მაღალ სიჩქარეს უზრუნველყოფს. წყლისა და კანალიზაციის მილები მსუბუქი მასალისგან მზადდება. მარტივია მათი მონტაჟი.
მექანიკური დაზიანებისა და სითბოს დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით სასურველია მილების შეფუთვა. ამისათვის კაუჩუკის თბოიზოლაცია საუკეთესო საშუალებაა. ხდება ენერგიის დაზოგვა. იატაკის გათბობის სისტემებისათვის იყენებენ საიზოლაციო ფილას და დემფერულ თვითწებვად ფირს.
წყალმომარაგების სისტემების შეძენისას მნიშვნელოვანია, პროდუქციის ტექნიკური მონაცემების გათვალისწინება. ასევე საგუსილხმოა, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის არსებობა. თერმოინდუსტრიას მიერ იმპორტირებული მილების ექსპლოატაციის პერიოდი 50 წელია. მათ ახლავთ საერთშორისო სტანდარტის სერტიფიკატი.