რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, თუ სხვა ქვეყნები გაზის საფასურს რუბლებში არ გადაიხდიან, მიწოდება შეუწყდებათ.
,,ეს საჭიროება ნაკარნახევი იყო იმით, რომ ჩვენი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბლოკეს, ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიპარეს. შესაბამისად, ეს შანტაჟის საკითხი არ არის.ჩვენ ბუნებრივი აირის სანდო მიმწოდებლები ვართ,” – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ,რომ გაზპრომმა პოლონეთსა და ბულგარეთის გაზის მიწოდება 27 აპრილს შეუწყვიტა. მიზეზი ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზე უარია. პოლონეთისა და ბულგარეთის მთავრობების ცნობით, მათ ბუნებრივი აირის საკმარისი რეზერვი აქვთ და ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.
ipress.ge