საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნოდარ მელაძის შაბათისთვის” გამოგზავნილ ინტერვიუში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უკვე 1-2 თვეა ორგანიზმი პრაქტიკულად ვერ იღებს საკვებს.
როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მძიმე დაავადებას ვეღარ უმკლავდება.
“ანორექსია არის პირდაპირი შედეგი წამების და პოსტტრამვული სინდრომის, ახლა ძირითადად წოლით რეჟიმში ვარ, როგორც ვიღაცებს ჰგონიათ, აქ განწყობის საკითხი კი არ არის, ეს ანორექსია რაც დამმართეს, არის მძიმე ორგანული დაავადება, რასაც მარტო რა თქმა უნდა, მარტო ვერ გავუმკლავდები. არ დამრჩა ბევრი დრო, ალბათ მალე სიარულს საერთოდ ვერ შევძლებ.
საზოგადოების ყურადღებას და სოლიდარობას ძალიან ვაფასებ”- “ტვ პირველი” ცნობით, აღნიშნავს სააკაშვილი მათთვის გამოგზავნილ წერილში.