ნევროლოგია ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას, ნორმებს, ფუნქციებსა და პათოლოგიებს შეისწავლის. ნევროლოგიური დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც ნებისმიერ ასაკში (მუცლადყოფნის პერიოდშიც კი) შეიძლება განვითარდეს.
ფართოდ გავრცელებულ ნევროლოგიურ პრობლემებს მიეკუთვნება:
● ასთენიური სინდრომი;
● შაკიკი;
● ხერხემლის დაავადებები (ოსტეოქონდროზი, სპონდილოლისტეზი, ხერხემლის ართროზი, მალთაშუა თიაქარი და პროტრუზიები);
● სისხლძარღვოვანი დისტონია;
● თავის და ზურგის ტვინის ანთება (მენინგიტი, ენცეფალიტი, მიელიტი
● Ჰიდროენცეფალია
● ეპილეფსია;
● გაფანტული სკლეროზი;
● ალცჰეიმერის დაავადება;
● პარკინსონის დაავადება;
● ასაკობრივი დემენცია;
● ქრონიკული დაღლილობის სინდრომი;
● ძილის და მადის დარღვევები;
● ქალა-ტვინის ტრავმა;
ამ და სხვა ფართო გავრცელებული დაავადებების დაგვიანებით გამოვლენამ შესაძლოა სერიოზული პრობლებები გამოიწვოს. ამიტომ პროფესიონალი ნევროლოგის დროული კონსულტაციის მიღება უმნიშვნელოვანესია.
ნერვული სისტემის დაავადებების განვითარების უამრავი ფაქტორი არსებობს, მათ შორის არის თანამედროვე ცხოვრების ტემპი, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესება, მუდმივი სტრესი, ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი, ქრონიკული დაავადებები, ტრავმები, ორგანიზმის ინტოქსიკაცია და სხვა.
კონსულტაცია REDMED-ის ნევროლოგთან
თანამედროვე ციფრული პლატფორმა REDMED-ის საშუალებით პროფესიონალ ნევროლოგებთან აუდიო ან ვიდეო კონსულტაცია სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ მიიღოთ. კლინიკაში მისვლის გარეშე სამედიცინო სერვისის მიღება დაზოგავს თქვენს დროს და გამოჯანმრთელების პროცესს გაცილებით უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.
ექიმთან კონსულტაციამდე მნიშვნელოვანია, რომ მოამზადოთ ჩივილებისა და სიმპტომების ჩამონათვალი, ჩატარებული მკურნალობისა და გადატანილი დაავადებების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
REDMED-ის საიტზე სპეციალისტების გამოცდილების, კვალიფიკაციისა და განათლების შესახებ დეტალური ინფორმაციაა წარმოდგენილი. ნევროლოგის არჩევისას შეგიძლიათ სხვა პაციენტების რეკომენდაციები და შეფასებები გაითვალისწინოთ, რაც ექიმის შერჩევის პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს.
სპეციალისტს დაუყოვნებლივ მიმართეთ მაშინ, თუ ისეთი ჩივილები გახასიათებთ, როგორიცაა:
● კისრის, გულმკერდის ან თავის ტკივილი;
● სპაზმები;
● სხეულის სხვადასხვა ნაწილის პარალიჩი;
● ნერვული დარღვევები;
● ყურადღების, მეხსიერების და მეტყველების დარღვევები;
● გულისრევის შეგრძნება;
● ხმის დაკარგვა;
● უმადობა, ან მადის არაკონტროლირებადი მომატება;
● სუნის, მხედველობის და სმენის გაუარესება;
REDMED თანამედროვე და ინოვაციური სამედიცინო სერვისია, რომლის დახმარებით ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო კომფორტული და მარტივი პროცესია.