მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკა “ვივა მედში” შვილმა, ელის მარია სააკაშვილმა, დედასთან, მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად მოინახულა.
“მოვინახულეთ მიშა, ბოლოს ვნახეთ საქართველოში დაბრუნების წინ. ძალიან ენატრებოდა ბავშვი, ძალიან უნდოდა ენატრებოდა და უნდოდა ბავშვის ნახვა. აჩვენა ყველაფერი, რამდენი რამე ისწავლა. როგორ მღერის, როგორ ითვლის, ამბავს როგორ ამბობს, ეფერა, მოეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. პირადად ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი (მიხეილ სააკაშვილი) ნახვა. მაგრამ, მას ძალიან უნდოდა ჩვენი ნახვა და დიდი მადლობა ყველას ვინც მოგვცა ამის შესაძლებლობა, სამწუხაროდ მეტს ვერაფერს გეტყვით.
ბავშვი 7 თვეა არ უნახავს. მოეფერა, ისიამოვა და ჩვენი ბედნიერები ვართ ამით” – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ მედიასთან.
ipress.ge