ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერის ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
„ღარიბაშვილმა ისეთი სურათი დახატა, მგონი ევროკავშირმა აქეთ უნდა გვთხოვოს საქართველოში მიღება“…- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის გზაზე საქართველო აღებულ ვალდებულებებს წარმატებით ასრულებს და „ახლა ჯერი ევროპაზეა“.