უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არანაირ ალტერნატივას არ დათანხმდება და ევროკავშირის სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნებისგან რაიმე რაციონალურ არგუმენტს ვერ ხედავს, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
დმიტრო კულება დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რადგან კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ, უკრაინა, არ მივიღებთ [ევროკავშირის] კანდიდატის სტატუსის რაიმე შემცვლელ ვერსიებს ან ალტერნატივებს, რაც არ უნდა ვარდისფერი იყოს ის. ჩვენ დიდი ხანია, ამ თამაშს ვთამაშობთ და ვიცით, ის როგორც მუშაობს. ჩვენ ვართ თავმდაბალი, მოკრძალებული ხალხი, რომელიც დაკმაყოფილდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსით და ჩვენთვის რაიმე განსაკუთრებულის მოგონება საჭირო არაა“, - განაცხადა მინისტრმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, უკრაინასთან ერთად, საქართველო და მოლდოვაც ელიან.