კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინასა და რუსეთში მილიონობით ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს, - წერს BBC.
„ეს [ომი] ტრაგედიაა რუსებისთვის და რუსეთის ფედერაციისთვისაც ტრაგედიაა. ხალხს ეს ახლა არ ესმის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალობას ძალიან მალე გააცნობიერებს. რუსები კვდებიან - რისთვის? პუტინის ამბიციისთვის?“, - ამბობს კლიჩკო.