ექიმ-თერაპევტი, რომლის სახლიდანაც სამართალდაცავებმა დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი ამოიღეს, მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
როგორც ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა განუცხადა, ის გამოძიების დასრულებასა და პოლიციისგან რეკომენდაციებს ელოდება, მანამდე კი ექიმისთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი არ აქვს.
„ტირის, ვის რა დაუშავა, რომ ასეთი დასკვნა დაიდო. ყოველთვის მოწესრიგებული იყო, პაციენტების მიღება შეუძლია, მე თვითონ დავიბარე“, – აცხადებს დირექტორი.
მეტიც, კლინიკის დირექტორის თქმით, ტელევიზიით გაჟღერებული ინფორმაციების შემდეგ მიღებული სტრესის გამო, მისი სურვილი იყო, აღნიშნულ ექიმს მუშაობა არ შეეწყვიტა.
“უპატიოსნესი გოგოა, წვივი არ გამოუჩენია, ეს ვიცი”, – აცხადებს ექიმი კოლეგაზე, რომელსაც სახლში შენახული დიდი რაოდენობით ფეკალიები და დამპალი ხორცი აღმოუჩინეს.
თავად მედიკოსმა, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში ოჯახის ექიმად მუშაობს, ჟურნალისტებთან საუბარი და კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ის კლინიკაში იმყოფება და პაციენტებს ჩვეულებისამებრ იღებს.
მედიკოსების მეზობლების ინფორმაციით, სამართალდაცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. აღნიშნულს ექსპერტიზა უტარდება.
„სუნი იყო და მომენტები იყო, როდესაც სუნი წყდებოდა. აღარ გამოდიოდა ისეთი მძაფრეი სუნი, მაგრამ ბოლო ერთი კვირა, ცოტათი რომ დათბა, უფრო და უფრო წამოვიდა. ფეკალიები ჰქონია მაცივარში. ეს ქალი ამბობდა, რომ გამიფუჭდა და ვერ მოვასწარი ხორცის გადაყრაო. მაცივარში ჰქონია, სამზარეულოში და სააბაზანოში“. – ჰყვება ერთ-ერთი მეზობელი „ტვ პირველთან“.
მეორე მეზობელი კი ამბობს, რომ მძაფრი სუნი დაახლოებით, ოთხი თვეა აწუხებდათ და გაფუჭებულ ხორცზე მატლები დადიოდა ფეკალიები იყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული, მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.