ასეთი განცხადება სევეროდონეცკის მერმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხზე გააკეთა
სევეროდონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ სტრიუკმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები ქალაქს მთლიანად აკონტროლებენ და უკვე „იქ ამკვიდრებენ საკუთარ წესებს“.
ქალაქი მთლიანადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, იქ საკუთარი წესების დამკვიდრებას ცდილობენ. როგორც ვიცი, რაღაც კომენდანტი დაინიშნა, რაღაც აქტივს აგროვებდა… ქალაქი ისეა დანგრეული, რომ სიმართლე გითხრათ, ხალხს გაუჭირდება“, – განაცხადა მან.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქიდან უფრო ძლიერ პოზიციებზე დაიხიეს.
სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამგზავრება შესაძლებელია მხოლოდ აღმოსავლეთით, ადრე ოკუპირებული ტერიტორიისკენ.
სევეროდონეცკის მაცხოვრებლებმა, რომლებიც თითქმის სამი თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ აზოტის ქარხნის სარდაფებში, დაიწყეს იქედან ამოსვლა. “მათთან ერთად მიმდინარეობს პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღება. მაგრამ ადამიანები თითქმის სამი თვის განმავლობაში გადარჩნენ თავშესაფრებში, სარდაფებში. მათ სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ”, – თქვა სტრიუკმა.
ipress.ge