სირიამ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა - „სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი“ - აცხადებს ადგილობრივი მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
აღიარებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების ბრძანება პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ივნისის შუა რიცხვებში გასცა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული რეგიონების "დამოუკიდებლობა" პუტინმა უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს აღიარა.