ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “პირველი არხის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას საერთოდ არაფერი წარმატება არ უხარია “ქართული ოცნების” პირობებში.
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით რომ ეს 6 თვიანი ვადა არ იყო რელევანტური. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს სტატისტიკა იმის, რომ ევროკავშირის კანდიდატის მისაღებად, სახელმწიფოებს უწესდებათ, მინიმუმ ორწლიანი ვადა, იმისათვის, რომ გარკვეული პირობები შესრულდეს და ამის შემდეგ, ორი წლის თავზე ხდება განხილვა და კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ან არ მინიჭება. მითუმეტეს, ისეთ პროცესებში, როგორშიც არის დღეს მსოფლიო, ბუნებრივია, რომ ეს 6 თვიანი ვადა, კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ შევახსენოთ, სამივე ქვეყნის მიმართ თითქმის იდენტური, რაოდენობრივადაც ერთნაირი პირობებია შეთავაზებული შესასრულებლად, გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ ეს 6 თვიანი ვადა იყო არა რელევანტური. აქედან გამომდინარე კარგია, რომ ევროკავშირში, ზოგადად ეს საკითხი არის დასმული და ბუნებრივია, ჩვენ ამ ვადას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ხარისხიანად შევასრულოთ ეს პირობები. მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ, რადიკალური ოპოზიცია ამას ხელს შეუშლის, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იქნება, რომ ეს პროცესი დააზიანოს, იმიტომ რომ არ აწყობ, “ქართული ოცნების” პირობებში, კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ. საერთოდ არაფერი წარმატება არ უხარია “ქართული ოცნების” პირობებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია საზოგადოებას, ევროკავშირს და “ქართულ ოცნებას” გვაქვს ერთი მიზანი, რომ კანდიდატის სტატუსისთვის 12 პუნქტიან რეკომენდციაზე ვიმუშაოთ და მაქსიმალურად შევასრულოთ იმ ვადებში, რა ვადებიც არის დაწესებული”_ განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
oipress.ge