იმ მომენტიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა გამოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, არჩეული გვაქვს დასავლური გზა, - ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორმა გია მურღულიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვახტანგ გორგასალმა ანდერძად ერთი წინადადება დატოვა - „ნუ დაუტევებთ გზათა ბერძენსათა“ - არ მიატოვოთ დასავლური განვითარების გზა. ყველა ჩვენი ლიდერი, ვისაც პატივს ვცემთ, ამას გვასწავლიდა: დავით აღმაშენებელი, სულხან-საბა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე - ყველა ამას გველაპარაკებოდა. ეს ძალიან ძველი ამბავია და სულ ვსვავ კითხავს: „ამ ხალხის ნათქვამი მხოლოდ წიგნებში მოგვწონს თუ რამენაირად გვინდა, რომ ცხოვრებაშიც გადმოვიტანოთ“? ახლა უპირველესი დაკვეთა არის იმ 12 პუნქტის შესრულება. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენი მომავალი დაკავშირებულია ევროპასთან და ჩვენს სტრატეგიული პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ფასდაუდებელია ის, რაც მათ გააკეთეს საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და ამას ჩვენმა საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს. შეიძლება პრინციპული ლაპარაკი ერთმანეთთან, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ჩვენ გვაქვს, პრინციპები, საკუთარი ცხოვრების წესი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია - ეს არჩევანი ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა მურღულიამ.