რა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რა ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ სოსო გოგაშვილს და მის სამსახურს არ მოსწონს 96 თუ 86 სკოლის დირექტორი. – ამის შესახებ პარლამენტის ვოცე სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას, იმასთან დაკავშირებით, რომ სუს-ის ყოფილი გოგაშვილის, სოსო გოგაშვილის მიერ მოპოვებულ მასალებზე, რომელშიც ჩანს, როგორ მუშაობდა სუს-ი არჩევნებში ქართული ოცნების სასარგებლოდ, გამოძიება უნდა დაიწყოს.
“მე არ ვფიქრობ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს გოგაშვილის მასალებთან დაკავშირებით, ვინაიდან გამოძიებები ჩატარდა. რა ოფიციალურ დოკუმენტაციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, რა ოფიციალური დოკუმენტი შეიძლება შეიქმნას იმასთან დაკავშირებით, რომ სოსო გოგაშვილს და მის სამსახურს არ მოსწონს 96 თუ 86 სკოლის დირექტორი. ამაზე რა ოფიციალური დოკუმენტი უნდა შეიქმნას, ეს არის თავდაცვის გარკვეული ფორმა”, – თქვა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ: სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს ბრალდება 3 მუხლით აქვს წარდგენილი.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ipress.ge