პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს.
ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„გამარჯობა! გუშინ ჩვენებმა ჩამოაგდეს კიდევ ერთი რუსული სუ-25; გაანადგურეს შეიარაღების საწყობები და საშტაბო პუნქტები დროებით ოკუპირებულ გერიტორიებზე ხერსონში, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკში;
ლუჰანსკში ასევე პარტიზანებმა დააზიანეს რკინიგზა, რომელიც ემსახურებოდა შეირაღების და ცოცხალი ძალის გადაზიდვას! ასევე დაზიანებულია ანტონოვკის სარკინიგზო ხიდი!
ბახმუტის, სლავიანსკის და ანდრიივკის მიმართულებით ურდოს შეტევები გუშინაც გაგრძელდა, მაგრამ ჩვენებმა კვლავ წარმატებით უკუაგდეს ისინი!
გუშინ მთელი ღამე ურდო ბომბავდა მიკოლაევს, აგრეთვე ხარკოვს და ნიკოპოლს! დონეცკში ირდო აგრძელებს პროვოკაციებს! ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დონეცკის ოლქიდან 200-220 ათასი მშვიდობიანი მოქალაქოს სავალდებულო ევაკუაციის თაობაზე!
გერმანელბმა უკვე გადასცეს ჩვენებს სარაკეტო საზენიტო სისტემები (3 ერთეული MARS II), პოლონელები კი გადასცემენ დამატებით ჰაუბიცებს.
ლეგენედარული ამერიკელი გენერალი პეტრეუსი ამბობს, რომ ასეთი მომარაგების პირობებში უკრაინას ექნება შესაძლებლობა ყველა ახლადოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნოს თვეებში!
თავად ურდოს სერიოზული პრობლემები აქვს ფინანსებით და ცოცხალი ძალით ომის წარმოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით!
დაძაბულობამ პიკს მიაღწია ტაივანის სრუტეში! ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები ესკორტირებას უკეთებენ კონგრესის სპიკერის ნენსი პელოსის თვითმფრინავს, რომელიც მიფრინავს ტაივანში! ჩინელებმა გადაკეტეს სრუტე და დაიწყეს ინტენსიური “ვარჯიშები” ტაივანიდან ძალიან ახლოს!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!“. – წერს ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.