ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს. მისი ყველაზე გახშირებული ფორმა - სტატიკურია - ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: მემკვიდრეობითი ფაქტორი, რაქიტის გართულებები ან ტერფისა და ტერფის ძვლის პრობლემები. ეს დაავადება ვიზუალურად ადვილად აღმოსაჩენია, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიები ტერფის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის საშუალებით დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია, მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ ინდივიდუალური ღაბაშებიც მზადდება. ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება საკმაოდ ეფექტური და შედეგიანია, რადგან სუპინატორი მაქსიმალურად ზუსტად ერგება ყოველი პაციენტის სამედიცინო პრობლემას.
სად შევიძინო სუპინტორები?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს მყარი და სილიკონის მზა სუპინატორების დიდ არჩევანს სთავაზობს. მოთხოვნად პროდუქტებს შორისაა გერმანული ბრენდის, Bauerfeind-ის, ორთოპედიული სუპინატორი Comfort Business B-200. ამ მოდელს ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. ზოგადად, სუპინატორი ვენებში სისხლის მიმოქცევასაც აუმჯობესებს და სიმძიმის შეგრძნებას აქრობს. მათ ადამიანები იყენებენ როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკისთვის. სუპინატორების შეძენა შესაძლებელია კომპანიის 13 საფირმო სამედიცინო მაღაზიაში თბილისში, გორში,ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არის შესაძლებელი.