ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიც ბინის ყიდვაა, ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში ერთხელ, ან ორჯერ ხდება. ამიტომაც გადაწყვეტილების მიღება ერთიორად საპასუხისმგებლოა. გასათვალისწინებელია ოჯახის ყველა იმ წევრის აზრი და მოთხოვნა, ვინც უნდა იცხოვროს ხსენებულ სახლში. გარდა იმისა, რომ აუცილებელია თითოეულ მათგანს ჰქონდეს საკუთარი ოთახი, ასევე მნიშვნელოვანია სახლში იყოს ისეთი საერთო სივრცეც, სადაც ოჯახი შეძლებს შეკრებას და დროის ერთად გატარებას.
როგორც წესი, საცხოვრებლის შერჩევას ფასისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იწყებენ. დიახ, ეს ბაზისური საკითხები გახლავთ, მაგრამ გარდა ამისა, ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს კომფორტს და კმაყოფილებას.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია საპარკინგე ადგილი. თითქოს არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის და რა მოხდა, თუ კონკრეტული ადგილი არ იქნება გამოყოფილი ავტომობილის დასაპარკინგებლად, მაგრამ სამსახურიდან დაბრუნებული ვერსად რომ ვერ გააჩერებ მანქანას და ეს ყოველდღიურ „ნორმად“ გექცევა, მაშინ მიხვდები, რამხელა დატვირთვა ჰქონია ავტოფარეხს, პარკინგს. დეველოპერები ახლა უკვე თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ ამ საკითხს და ახალაშენებულ თუ მშენებარე პროექტებში მანქანის გასაჩერებელ სივრცეს ცალკე აწყობენ. ხშირია შემთხვევა, როცა ბინასთან ერთად საპარკინგე ადგილის შეძენაც უწევს ადამიანს, თუმცა, არის ისეთი შენობებიც, რომლის მახლობლადაც მოწყობილია მოედნის ტიპის საპარკინგე ადგილი მაცხოვრებლებისთვის და ამაში ზედმეტი თანხის გადახდა კორპუსის ბინადრებს არ სჭირდებათ.
მათთვის, ვისაც არ ჰყავს მანქანა, მნიშვნელოვანია, არა პარკინგი, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიახლოვე. ამიტომაც, სანამ ბინას შეიძენთ, ეს საკითხი კარგად შეისწავლეთ. ტრანსპორტი თქვენი სახლიდან რამდენიმე მიმართულებით უნდა დადიოდეს. ძველად მეტროსთან სიახლოვის გამო, სახლები უფრო ძვირად ფასობდა, ახლა მთლად ასე არ არის საქმე, თუმცა ამ საკითხს მნიშვნელობა ნამდვილად არ დაუკარგავს. შესაძლოა, ოჯახის რამდენიმე წევრს ჰყავდეს პირადი ავტომობილი, მაგრამ მათთვის ვინც ფეხით გადაადგილდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
როგორ მოვძებნოთ სასურველი ბინა?
იპოვო სასურველი ბინა მარტივი არ არის, რადგან ძალიან მრავალფეროვანია უძრავი ქონების ბაზარი და არჩევანის გაკეთება ჭირს. თუმცა, როცა არსებობს უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge, სანერვიულო არაფერია.
არეაზე წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით არსებული გასაყიდი ბინების ყველაზე მეტი განცხადება, თითოეული მათგანი გამოირჩევა დაზუსტებული ინფორმაციით და ქონების ზუსტი აღწერილობით, რაც ეხმარება მაძიებელს პირველადი შთაბეჭდილების შექმნაში. განცხადებაშივე მითითებული მეპატრონისა თუ დეველოპერის საკონტაქტო ინფორმაცია, ამარტივებს კომუნიკაციის დამყარებას განმცხადებელთან, რასაც როგორც წესი, გარიგების წარმატებით დასრულება მოჰყვება ხოლმე.
არეა საუკეთესოა მეგზურია უძრავი ქონების მოძიებისა და ყიდვის პროცესში, რომელიც ამ გზის გასავლელად ყველა ნაბიჯს შენთან ერთად გადადგამს.