ტერფის ტკივილი შესაძლოა, გამოიწვიოს უეცარმა ტრავმამ ან სპორტული აქტივობის დროს არასწორმა მოძრაობამ. თუმცა, არსებობს ბევრად სერიოზული მიზეზები, როგორიცაა: მოტეხილობა, ღრძობა ან რომელიმე კონკრეტული დაზიანება. მათ შორის ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა - სტატიკური ბრტყელტერფიანობაა, როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. გარდა ამისა ტერფის ტკივილს იწვევს ქუსლის დეზი, აქილევსის მყესის ანთება, ტერფის ვალგუსური დეფორმაცია ან პროფესიული და სპორტული ტერფი.
ტერფის მკურნალობის გზები
ტერფის მკურნალობის სხვადასხვა აპრობირებული მეთოდი არსებობს. თუმცა, სანამ მკურნალობის პროცესს დაიწყებთ უმჯობესია, გაარკვიოთ თუ, რას უკავშირდება მისი ტკივილი. ტერფის მდგომარეობის შეფასებისთვის კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ტერფის კომპიუტერულ კვლევას სთავაზობს. ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმის, Diasus-ს, უახლესი აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა. სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშის დამზადებაც არის შესაძლებელი. ამ მეთოდით შექმნილი სუპინატორი ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პათოლოგიების კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა. ზოგადად, ტერფის ტკივილის დროს სუპინატორის ტარება უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს სამედიცინო პროდუქტი ტერფს ანატომიურად სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. შესაბამისად, თუ ტერფის ტკივილმა შეგაწუხათ საჭიროა, რომ დროულად მიაქციოთ ამ პრობლემას ყურადღება, გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და დროულად დაიწყოთ სუპინატორის მოხმარება.