გამომდინარე იქიდან, რომ დრო საკმაოდ ძვირფასი რამაა თითოეული ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საათი თითოეულ წუთსა და წამს სრული სიზუსტით აჩვენებდეს, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში, არ დაგაგვიანდეთ საკუთარ ქორწილში, ყოველდღიურად სამსახურში, დათქმულ დროზე პაემანზე, არ ჩავარდეთ უხერხულ მდგომარეობაში შეხვედრაზე დაგვიანების გამო, ან თუნდაც ექიმთან ჩაწერილი, დაგვიანების გამო, უკიდეგანო რიგში არ აღმოჩნდეთ.
თქვენი ძვირფასი დროის თითოეულ წამზე ის მსოფლიო ბრენდები და საათის შემქმნელები ზრუნავენ, ვინც Smart Watch შექმნა. თაიმი კი ის მაღაზიათა ქსელია, რომელსაც მსოფლიო ბრენდები თქვენამდე მოაქვს. თაიმი გაძლევთ შესაძლებლობას Smart Watch-ების უახლესი მოდელები შეიძინოთ.
Smart Watch საკმაოდ მოსახერხებელია ყოველდღიურად სატარებლად, ის არ საჭიროებს ბატარეებს, არ საჭიროებს დაქოქვას, უტყუარ დროს აჩვენებს, მაშინაც კი თუ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მარტივია მოსავლელად.
თუ ჯერ არ იცით სად, ან რომელი Smart Watch შეიძინოთ, გეტყვით, რომ თაიმი ორი ტექნოლოგიური გიგანტის, Android ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Samsung-ისა და iOS ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე Apple-ის საათებს გთავაზობთ. ბრენდებს, რომლებიც ერთმანეთს საკმაოდ ჯანსაღ კონკურენციას უწევენ. არჩევანი მათ შორის კი თავად უნდა გააკეთოთ თქვენივე მობილური ტელეფონის შესაბამისად. ავტორიზებული და აღიარებული სანდოობა ძვირადღირებული ნივთების შეძენისას კი, ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია თქვენთვის გადაწყვეტილების მიღებისას, რა კრიტერიუმსაც თაიმი უკვე მრავალი წელია აკმაყოფილებს.
როდესაც ჯერი თავად საათის მექანიზმის შერჩევაზე დგება, გაითვალისწინეთ, რომ Smart Watch ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საათი. ეს უკანასკნელი თქვენს დროზე ზრუნვასთან ერთად, თქვენს ჯანმრთელობასაც უფრთხილდება. Smart Watch აბსოლუტური სიზუსტით ზომავს თქვენი ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრებს, როგორიცაა მაგალითად გულის პულსი, გულის კუნთის შეკუმშვის ხანგრძლივობა, ტემპერატურა, ვარჯიშის დრო, იქნება ეს სიარული, სირბილი, იოგა თუ სხვა აქტივობა. Smart Watch გახსენებთ წყლის დალევას, ღრმა სუნთქვის ვარჯიშებს, მოკლედ ისაა თქვენი ჯანმრთელობის პირადი ასისტენტი.
Smart Watch ერგება ყველას, განურჩევლად სქესისა, აგრეთვე ყველა გარემოს, ვინაიდან მას ეკრანის ფონის ცვლილების შესაძლებლობა აქვს. ეკრანის გამოსახულების გარდა კი, შეგიძლიათ შეცვალოთ მისი სამაჯურები და გახადოთ ის კლასიკური, ნეტრალური ან თუნდაც სპორტული. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ შეგიძლიათ Smart Watch ატაროთ ყველგან და ყოველთვის.
თაიმი კი ერთგულ მომხმარებლებზე უახლესი მოდელის Smart Watch-ების გარდა, ყიდვის მოსახერხებელ ფორმებს გთავაზობთ. შეგიძლიათ საათი მაღაზიის 20-მდე ფილიალში ადგილზე მოირგოთ, ან შეიძინოთ ის ონლაინ, Time.ge-ს ვებ-გვერდის მეშვეობით.