თუ დავინახავთ, რომ კანონპროექტი მოემსახურება კანდიდატის სტატუსის მიღებას, ჩვენ მხარს დავუჭერთ – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.
“ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის, რომ წლის ბოლოს გვქონდეს კანდიდატის სტატუსი. ამ მიზნამდე ჩვენ რა რეფორმებიც და კანონპროექტებიც მიგვიყვანს, ყველას მხარს დავუჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა კანონპროექტის ინიცირება მოხდება ოცნების სამუშაო ჯგიფიდან თუ ოპოზიციის მხრიდან. ეს იქნება მთავარი მოთხოვნა, რა მიშნითაც მხარს დავუჭერთ კანონპროექტს. მარტივად რომ გითხრათ.
მაგალითისთვის რომ ვთქვათ, თუ ოპოზიციამ დააყენა კანონპროექტი დეოლიგარქიიზაციის, “ოცნებამაც” თავის მხრივ დააყენა მსგავსი კანონი. მათ ხალხის დარწმუნებაც რომ დაიწყონ, ჩვენ მხარს მაინც არ დავუჭერთ, რადგან ეს იქნება აპრიორი ტყუილი, ერთი კანონი ამ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს, შედეგს სისტემური რეფორმები მოგვცემს”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ipress.ge