"გუშინ ქალბატონმა კრამონმა აღიარა, რომ დიახ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ გავლენა იქონია შვეიცარულ ბანკზე, ის რომ რეზოლუციის ტექსტი შეადგინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ესეც აღიარა" - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა საზოგადოების ძალისხმევა და მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილი იქნებოდა. ეს მოტივი და მიზანი არ შეჩერებულა, გრძელდება.
"გუშინ ქალბატონმა კრამონმა აღიარა, რომ დიახ, ევროპარლამენტის რეზოლუციამ გავლენა იქონია შვეიცარულ ბანკზე, ის რომ რეზოლუციის ტექსტი შეადგინა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ესეც აღიარა. რაზე ვსაუბრობდით ჩვენ, რომ ეს არის საერთაშორისო ქსელი, ეს ახსნადია. ქალბატონი დეკანოიძე, რომელიც პირდაპირ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ქვეყანას ამუნათებს და უფრო მეტად წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ქალბატონი პრეზიდენტი ასევე, რომელიც თითქოს წარმოადგენდეს ევროკავშირის ელჩს და მის წარმომადგენლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რაღაც ვალდებულებების შესრულებისკენ.