დედოფალ ელისაბედს ახლა მთელი მსოფლიო ემშვიდობება. ცნობილია, რომ მონარქის პანაშვიდები სხვადასხვა ლოკაციაზე, 10 დღის მანძილზე გაიმართება და ყველას ექნება შესაძლებლობა, მიაგოს პატივი საყვარელ დედოფალს.
ჩვენ შევარჩიეთ საინტერესო ფაქტები დედოფალ ელისაბედზე, რომელმაც ის ყველა დროის ყველაზე გამორჩეულ ლიდერად აქცია:
კანონის მიხედვით, დედოფალს არ ევალებოდა გადასახადების გადახდა, თუმცა ელისაბედი, ამას საკუთარი ნებით აკეთებდა.
კანონით, დედოფალთან შეხება აკრძალული იყო, თუმცა თავად მონარქმა რამდენჯერმე დაარღვია ეს ეტიკეტი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას.
ყოველდღე, დედოფლის სახელზე ათასობით წერილი მიდიოდა, მონარქი 10-მდე წერილს კითხულობდა და ყველას პასუხობდა.
დედოფალ აქვს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ის პროფესიონალი მაშველი იყო.
პირველად დედოფალი, საკუთარი ხალხის წინაშე, საჯაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას გამოვიდა, მაშინ ის 14 წლის იყო.
გარდა ცურვისა, დედოფალი ახალგაზრდობაში გატაცებული იყო სროლით.
ეტიკეტის მიხედვით, დედოფალს აკრძალული ჰქონდა, ერთი და იგივე კაბაში ორჯერ გამოჩენა, მონარქმა ორჯერ დაარღვია ეს წესი.
დედოფალმა მონაწილეობა მიიღო საყვარელ ფილმში „ჯეიმს ბონდის“ შესახებ, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი კინოროლი ეკრანზე.
fortuna.ge