საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის ადა სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძემ პარლამენტის ბიუროს კომიტეტის სხდომის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმართა.
” საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 12 სექტემბერს სხდომაზე განიხილა მიხეილ სახვაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილი იქნა შემდეგი მიზეზის გამო:
წინადადების ავტორი არ ითხოვს ბებიის დღის უქმე დღედ გამოცხადებას და შესაბამისად, შრომის კოდექსში ცვლილების შეტანას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით: საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისთვის მატერიალურად ან ელექტრონულად წარდგეილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილებების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე”. მოცემული წინადადება არ პასუხობს აღნიშნული ნორმით დადგენილ მოთხოვნას, რადგან ავტორი არ ითხოვს კანონში ცვლილების შეტანას”. – ნათქვამია ლადო კახიძის განმარტებით წერილში.
ipress.ge