სექსის დროს ვაგინალური სიმშრალე საკმაოდ ხშირია და მას შესაძლოა მრავალი გამომწვევი მიზეზი ჰქონდეს. მათ შორის ჰორმონების დონე ორგანიზმში, მენსტრუალური ციკლი, სტრესი და მედიკამენტოზური მკურნალობა. როგორც წესი, ასეთ დროს, თუ სიმშრალე დასაშვები მიზეზებითაა გამოწვეული და ადგილი არ აქვს რაიმე დარღვევას, ინტიმური ლუბრიკანტის გამოყენება საკმაოდ აპრობირებული და სასიამოვნოც კია.
ვაგინალური ინტიმური ლუბრიკანტი რეკომენდებულია სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტის შემთხვევაში. ლუბრიკანტი არის სითხე ან გელი, რომელიც ქალებსა და მათ პარტნიორებს სექსუალური აქტის დროს შეუძლიათ გამოიყენონ, ვულვის, საშოს ან ანალური ზონის დატენიანების მიზნით.
ტექნიკურად, ინტიმური ლუბრიკანტის გამოყენება აუცილებელი არაა, თუმცა ის დაგეხმარებათ აქტი უფრო კომფორტული გახდეს, ამავე დროს კი თავიდან აგარიდოთ ნებისმიერი დისკომფორტი ან ტკივილი.
ინტიმური ლუბრიკანტის გამოყენება შეუძლია ყველას, განურჩევლად სქესისა და ზრდასრული ასაკისა. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას მასტურბაციის დროსაც. ლუბრიკანტი შეიძლება იყოს წყლის, ზეთის ან სილიკონის ბაზაზე დამზადებული.
მისი შერჩევისას კი უბრალოდ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის კანის ტიპი. ყურადღება მიაქციეთ ასევე იმასაც, რომ შერჩეული ინტიმური ლუბრიკანტი არ შეიცავდეს პარაბენებს, ცხიმებს და საღებავებს. იყოს ტესტირებული დერმატოლოგების მიერ, რათა მიკროფლორა არ დაზიანდეს.
სწორედ ასეთი, დერმატოლოგების მიერ დატესტილი ლუბრიკანტების ფართო არჩევანს Veli.store გთავაზობთ. ონლაინ კატალოგში სხვადასხვა სახეობის Musculan-ისა და Durex-ის ლუბრიკანტ გელებს შეხვდებით.
ინტიმური ლუბრიკანტის გამოყენება სექსის პროცესში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, როგორც პრელუდიის, ასევე უშუალოდ აქტის დროს. მას სხვადასხვა არომატები გააჩნია და შეუძლია სხვადასხვა შეგრძნებები გამოიწვიოს, როგორიცაა დათბობის ან გაგრილების ეფექტი, ნებისმიერ ზონაზე. ზოგიერთ ლუბრიკანტს სიამოვნების გახანგრძლივებაც კი შეუძლია.
მაგალითად, veli.store-ზე აღმოაჩენთ Musculan-ის ინტიმურ ლუბრიკანტს გამათბობელი ეფექტით, რომლის გამოყენების დროსაც, პარტნიორის მოფერებისა და სუნთქვის დროს, სითბოს ეფექტი მატულობს; დამატებითი დატენიანებისთვის შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთის, გამოხდილი წყლისა და ალუბლის არომატიზატორის შემადგენლობის მქონე Musculan Silk შეიძინოთ. ლუბრიკანტი velvet-ი, მასში შემავალი პროვიტამინი B5-ისა და გვირილის ექსტრაქტის დახმარებით, გიცავთ ანთებისგან და აუმჯობესებს მიკროფლორას. იგი ასევე 100%-ით თავსებადია ლატექსის პროდუქტთან.
ველიზე წარმოდგენილი, Durex-ის ინტიმური ლუბრიკანტი Play Feel შეხების შეგრძნებას აძლიერებს. ის სიმშრალის და დისკომფორტის თავიდან ასაცილებალად გამოიყენება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ის არ შეიცავს სპერმიციდებს და მარტივად ჩამოიბანება წყლით.
ინტიმურ ლუბრიკანტის გამოყენებას კონდომთან ერთად, შეუძლია აქტი მაქსიმალურად ბუნებრივი გახადოს. საერთო ჯამში კი მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის სიამოვნების დონეს ყველა მონაწილისთვის.