უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია „ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრის“ ყოველწლიური პრემია – „თავისუფლების მედალი“ მიიღო.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში ამერიკელებს ერთობისკენ მოუწოდა. ცერემონია ფილადელფიაში გუშინ გაიმართა:
„მოგიწოდებთ, შეინარჩუნოთ, როგორც ახლა, ურყევი ერთობა იმ დღემდე, როცა ყველანი გავიგებთ მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც ვოცნებობდით. სანამ გავიგებთ, რომ მშვიდობა ბოლოს და ბოლოს აღდგა. დემოკრატიები არ უნდა ჩერდებოდნენ გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე“, – თქვა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ფულად პრემიას, რომელიც თან „თავისუფლების მედალს“ ახლავს, ბოროდიანკაში, ვეტერანთა რეაბილიტაციის ცენტრს გადასცემს.