კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივანი სტანისლავ ზასი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს
. ამის შესახებ მან ერევანში, ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაზე განაცხადა.
“ნატო-სა და სხვა სახელმწიფოების მიერ კიევისთვის გაწეული მასშტაბური მხარდაჭერა კონფლიქტის უკრაინის საზღვრებს გარეთ გასვლისა და სხვა ქვეყნების მასში ჩართვის რისკებს კრიტიკულად ზრდის. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ნატო-ს წევრი ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ სამხედრო ძალებს, აუმჯობესებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უახლოვდებიან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საზღვრებს. რა თქმა უნდა, ეს ქმნის დამატებით გამოწვევებს ჩვენი ორგანიზაციისთვის“, - განაცხადა მან.