როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან, - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.
„მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას. ამიტომ, ამის წინააღმდეგ ხან რუსეთი-უკრაინის ომით სარგებლობას დაარქმევენ ხოლმე და ათასგვარ საოცრებას იგონებენ, რომ ეკონომიკას, ტურისტულ პოტენციალს დაარტყან, ქვეყნის წარმატებას და განვითარებას დაარტყან, მაგრამ რეალურად იზრდება ყველა მიმართულებით დაფინანსება, რაც თითოეულ მოქალაქეზე, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება პოზიტიურად“, - განაცხადა მდინარაძემ.