ბოლო დღე-ღამეში უკრაინაში კიდევ 430 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
8 იანვრის მონაცემებით, უკრაინაში სულ 111 170 რუსი ჯარისკაცია ლიკვიდირებული. გენშტაბის ინფორმაციით, გაანადგურეს მტრის კიდევ სამი ტანკი, ხუთი საბრძოლო ჯავშანმანქანა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის ხუთი უპილოტო აპარატი, სამი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა და ერთი სპეციალური ტექნიკა.
გენშტაბისვე ცნობით, რუსები უკრაინელ სამხედროებს უტევდნენ 16 დასახლებულ პუნქტში, ასევე უკრაინის ტერიორიაზე მიიტანეს ცხრა სარაკეტო და სამი ავიადარტყმა, მტერი უტევს ბახმუტის, ავდეევკის და ლიმანსკის მიმართულებებს.