უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ახალი გეგმა დავამტკიცეთ. მიზანი უკრაინისა და უკრაინელი ერის უსაფრთხოების დაცვა და უზრუნველყოფაა. ასევე ყველა იმ გამოწვევების შესრულება რომელიც ჩვენს წინაშე დგას. დღეს რუსეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციები დავაწესეთ ვინც რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ამართლებს და მხარს უჭერს. ამ სიაში შედის ყველა ვისი ხმაც უნისონში ისმის. რუსული არტილერია სრულიად ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული იქნება. ჩვენი მიზანია რუსული არმიის უკრაინიდან გაგდება. ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ და ზუსტად ამისკენ არის მიმართული ჩვენი პარტნიორების დახმარება. დიდი მადლობა ყველას ვინც გვეხმარება. დღეს გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით.
- ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ რუს მომღერლებს, რეჟისორებს, მსახიობებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა.