უკრაინული მედია ომის შედეგად რუსეთის დანაკარგების განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს და მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 490 მოკლული რუსი სამხედროს შესახებ იუწყება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსულმა არმიამ სულ 112 960 ჯარისკაცი დაკარგა.
ტექნიკის დანაკარგების შესახებ ინფორმაცია კი ასეთია: 3094 ტანკი, 6159 საბრძოლო ჯავშნიანი მანქანა, 437 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 2078 საარტილერიო სისტემა, 217 ჰაერსაწინააღმდეგო საშუალება, 285 თვითმფრინავი, 275 ვერტმფრენი, 1862 უპილოტო საფრენი აპარატი, 723 ფრთოსანი რაკეტა, 17 გემი და კატერი, 4826 საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნა, 184 სპეცტექნიკა.