კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფისსა და სახლში საიდუმლო დოკუმენტების პოვნის ფაქტს ეხმიანება და საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.
"პრეზიდენტ ბაიდენს გარაჟში საიდუმლო დოკუმენტები აღმოუჩინეს, მანამდე ძველ ოფისში.
აშშ-ს მედია იუწყება - ეს გარემოება დასჯადია და 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი ბრალდება პრეზიდენტ ტრამპსაც წაუყენეს. რა არის ეს ქ-ნო ელჩო, პრეზიდენტების უკუსვლა
თუ დემოკრატიის აშშ-ში?" - წერს ხაინდრავა witter-ზე.