იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა ნინოობის დღესასწაულზე ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა.
მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ „ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ“.
„ვიღაცები ცდილობენ, უცხოელებმა რაღაც გვითხრან და მათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, ჩვენ სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავისი დღის წესრიგი. ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ. მითუმეტეს, ქრისტეს, ღვთისმშობლის ერი ვართ. წმინდა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უნდა გვასწავლოს დღეს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა. მთავარია, ერთმანეთი შევიყვაროთ, არ დავჭამოთ. იმის იმედი ნუ გექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს. საქართველოსთან ურთიერთობა თუ უნდათ, ჩვენც თუ გვინდა მსოფლიოსთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ლაპარაკი ყველამ უნდა ვისწავლოთ. თუ შეცდომები გვაქვს, ჩვენ ვიქნებით თუ ისინი იქნებიან, დავსხდეთ და წყნარი ლაპარაკით ერთმანეთთან გავიაროთ. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და თვითონ გვჭირდება თავდაცვის საშუალებები. ჩვენ თავს არასდროს არავის ვესხმით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.