„გაუსაძლისი, გაუყუჩებელი ტკივილის გარდა, სამწუხაროდ მკვლელმა სისტემამ მიხეილ სააკაშვილს წაართვა სასწორი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. „გასული ღამე პრეზიდენტი სააკაშვილისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე მძიმე იყო. ფაქტობრივად არ სძინებია არც მას და არც მედპერსონალს. გაუსაძლისი ტკივილები ვერაფრით გაუყუჩეს.
გაუსაძლისი, გაუყუჩებელი ტკივილის გარდა, სამწუხაროდ მკვლელმა სისტემამ წაართვა სასწორი. ის ერთადერთი საშუალება რითაც მას, ადვოკატებს და ოჯახის წევრებს რეალურად შეეძლო წონის გაგება. არა ისე როგორც ეს „ავადმყოფის ისტორია“-ში არის მითითებული“, - წერს გიორგი ჩალაძე.